„მილანი“ ცენტრალური მცველის დამატებაზე მუშაობს და „ლივერპულს“ ჯო გომესის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.
ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ ინგლისელი მცველი თანახმაა „როსონერიში“ გადავიდეს, რომელთანაც მზადაა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
„მილანს“ მანუელ აკანჯის დამატება სურდა, მაგრამ შვეიცარიელმა უარი თქვა იტალიურ კლუბში გადასვლაზე, რის შემდგომაც კლუბმა სხვა ვარიანტებზე მუშაობა დაიწყო.
28 წლის ჯო გომესი 2015 წლიდან „ლივერპულის“ ღირსებას იცავს და 242 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი კი არ გაუტანია.