ვეტერანი ინგლისელი ფორვარდი ჯეიმი ვარდი კარიერას იტალიურ „კრემონეზეში“ გააგრძელებს.
ვარდი დღეს იტალიაში იქნება და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს 1+1 წლის სისტემით. ის კრემონელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ჯეიმი ვარდიმ „ლესტერში“ 13 წელი ითამაშა და 500 მატჩში 200 გოლიც გაიტანა. მან პატარა ინგლისურ კლუბში თითოჯერ მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის სუპერთასი და ასოციაციის თასი. ასევე, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირიც გახდა.
„კრემონეზე“ სერია A-ს წევრია და პირველ ტურში სტუმრად „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში „სასუოლოსაც“ აჯობა, ასე რომ 6 ქულა აქვს. ამ კლუბის რიგებში ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება.