„ლიონისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სიდნი გოვუმ კლუბიდან გიორგი მიქაუტაძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა ეს სამწუხაროა, მაგრამ მალიკ ფოფანას წასვლას, მიქაუტაძის გაყიდვა სჯობდა:
„სამწუხაროა, რომ მან კლუბი დატოვა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ: უფრო ადვილია მიქაუტაძის შეცვლა, ვიდრე ფოფანასი“, - აღნიშნა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ 49 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი გახდება „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი 30 მილიონ ევროდ.