კალათბურთი

19:15 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "ორი ვარიანტი გვქონდა, იყო შანსი, რომ ორი-სამი ტრავმირებული კალათბურთელი გვყოლოდა"
"ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მორჩა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საბერძნეთთან მარცხის (53:94) ისაუბრა.

როგორც პრესკონფერენციაზე მან თქვა, მის გუნდს არ აქვს საჭირო სიღრმე ერთ კვირაში 5 თამაშისთვის, ამიტომ არჩევანი გააკეთა, რომ გუნდის ლიდერები დაესვენებინა მომდევნო მატჩებისთვის:

„იტალიასთან თამაშის შემდეგ ორი ვარიანტი გვქონდა: დღეს 100%-თ დავხრჯულიყავით ან ბოლო ორი თამაშის წინ ჩვენი კალათბურთელების ჯანმრთელობა შეგვენარჩუნებინა. მეორე ვარიანტი ავირჩიეთ, ეს მარტივია და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, ვიცით ჩვენი მიზანი.

არ მოგვწონს ეს, ჩვენს იდეას ეწინააღმდეგება, მაგრამ დღეს ბოლომდე ბრძოლა გონივრული გადაწყვეტილება არ იქნებოდა ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. ალბათ, დღეს ორი-სამი ტრავმირებული მოთამაშით მეტი გვეყოლებოდა.

შენგელიას ტრავმა აქვს? პატივისცემით უარს ვამბობ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე. მეტ ინფორმაციას არ მოგაწვდით, თუ გაინტერესებთ, ითამაშებს თუ არა, მომდევნო ორ მატჩში.

დღეს ჩვენი გეგმა 100%-ით თამაში არ იყო, ამიტომ, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ რთული იყო თუ არა, სპანულისის წინააღმდეგ თამაში. საბერძნეთი შესანიშნავი გუნდია, ჩემი პრიორიტეტი იყო მოთამაშეების დაცვა. არსებობდა რაიმე გარანტია, რომ საუკეთესო შემადგენლობით საბერძნეთთან კვიპროსში გავიმარჯვებდით? ისინი ყველა შემთხვევაში ფავორიტები იყვნენ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მორჩა.

ახალი სახეების თამაში ასეთი დონის გუნდთან? ყველაზე მთავარი ისაა, რასაც ისინი ამ თამაშიდან ისწავლიან. ეს იყო გაკვეთილი მაღალპროფესიონალთა დონეზე. ახლა დრო არ მაქვს და შესაძლოა არც უნდა ვისაუბრო იმაზე, ვინ არიან იანისი, სლუკასი, დორსი და ყველა ის მოთამაშე, ვინც გუნდშია, პაპა ნიკოლაუ და ა.შ. არ გვაქვს სიღრმე, რომ ვითამაშოთ ხუთი თამაში შვიდ დღეში 100%-იანი ენერგიით. უბრალოდ არ გვაქვს ხარისხი და სიღრმე. როგორც თავიდანვე ვთქვი, უნდა არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. ალბათ ზოგი არ დაეთანხმება, მაგრამ ეს ნორმალურია: ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს“, - თქვა ჯიკიჩმა.

საქართველოს ნაკრები ერთი მოგებით და ორი წაგებით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე მასპინძელს და აუტსაიდერს, კვიპროსს შეხვდება. ბოლო ტურის მატჩი ჯიკიჩის გუნდს 4 სექტემბერს, ბოსნიასთან ექნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17188