ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში იური ტაბატაძის „კადისმა“ „ალბასეტე“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გამარჯვების გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
ტაბატაძე „კადისს“ ამ კვირაში შეუერთდა და დებიუტი ჰქონდა, თანაც, ძალიან მაგარი. იური მოედანზე 86-ე წუთზე შეუშვეს, 1:1-ზე და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე სწორედ მან გაიტანა გამარჯვების გოლი.
ტაბატაძემ მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.
„კადისს“ 7 ქულა აქვს, მეხუთე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 7 სექტემბერს, გასვლაზე „სოსიედადის“ მეორე გუნდს დაუპირისპირდება.