ფეხბურთი

21:55 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის საგოლე პასი, "მეცი" ისევ დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „მეცი“ სტუმრად „პარიზთან“ 2:3 დამარცხდა, თუმცა გიორგი წიტაიშვილმა საგოლე პასი მიითვალა.

22-ე წუთზე „მეცი“ დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა ჯერ ტაიმის მიწურულს უპასუხეს, ხოლო 52-ე წუთზე „პარიზი“ სულაც დაწინაურდა. ორ წუთში „მეცმა“ გაათანაბრა: წიტაიშვილის პასით ბუბაკარ ტრაორემ გაიტანა. გიორგის თვითონაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელს. „მეცმა“ ქულა მაინც ვერ მოიპოვა, რადგან 67-ე წუთზე „პარიზმა“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

გიორგი წიტაიშვილისთვის ეს პირველი საგოლე პასია, როგორც „მეცში“, ისე ლიგა 1-სა და ტოპლიგაში. მან, ისევე, როგორც გიორგი აბუაშვილმა 62-ე წუთამდე ითამაშა.

„მეცი“ 0 ქულით ბოლო ადგილზეა და 14 სექტემბერს შინ „ანჟერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173947