ფეხბურთი

1:15 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" "ინტერი" დაამარცხა, საბა გოგლიჩიძემ კარგად ითამაშა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში მილანის „ინტერი“ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე „უდინეზესთან“ დამარცხდა და სანაკრებო პაუზაზე ცუდ განწყობაზე გავიდა.

სერია A-ში „უდინეზეს“ რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა საბა გოგლიჩიძემ, რომელიც 46-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, როცა მისი გუნდი 2:1-ს იგებდა და შესანიშნავად ითამაშა, თანაგუნდელებს უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

„ინტერი“ მე-17 წუთზე დენზელ დუმფრისის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა პირველივე ტაიმში გაანიავა: კენან დევისმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ არტურ ატამ გაიტანა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვების გოლი.

საბა გოგლიჩიძემ სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა, მანამდე დებიუტი იტალიის თასის შეხვედრაში ჰქონდა.

„უდინეზეს“ 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, „პიზას“ სტუმრად შეხვდება, ხოლო „ინტერის“ აქტივში 3 ქულაა და 13 სექტემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.

„ინტერი“ – „უდინეზე“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 დუმფრისი (17), 1:1 დევისი (29, პენ), 1:2 ატა (40)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085056