ფეხბურთი

2:54 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ყველამ იცის, რომ აქ ჩემი ისტორიის შექმნა მინდოდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია"

„ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძე გააცილეს, ძალიან ემოციურად და შთამბეჭდავად. ქართველ ფეხბურთელს ფანებმა უმღერეს და მის გვარს სკანდირებდნენ.

ჟორჟმა „ლიონის“ ფანებს მიმართა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა:

„ყველამ იცის, რომ „ლიონს“ დამძიმებული გულით ვტოვებ. მინდოდა, აქ ჩემი ისტორია შემექმნა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ინსტიტუცია და კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას, მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ“, - მიმართა გიორგიმ ფანებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ვილიარეალში“ გააგრძელებს, „ლიონი“ 30 მილიონ ევროს მიიღებს. ის გახდება „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09652