„ლიონის“ ფეხბურთელი კორენტინ ტოლისო გიორგი მიქაუტაძის წასვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია:
„ამ ზაფხულს ბევრი რამ მოხდა, შემდეგ კი ჟორჟის წასვლის შესახებ გავიგეთ. კლუბს მოუწია გაშვება, ვიცით, ან მალიკი უნდა წასულიყო, ან ჟორჟი. ჟორჟ წავიდა. მტკივნეულია მისნაირი მოთამაშის დაკარგვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მის ნაცვლად რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდება. ვენდობით ხელმძღვანელობას. მათ მთელი ზაფხული უზარმაზარი სამუშაო გაწიეს, იმისთვის, რომ ლიგა 1-ში ვყოფილიყავით და ახლაც აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟი გაყიდეს, ვიცი, რომ კარგ საქმეს გააკეთებენ ერთ ან მეტ თავდამსხმელს დაიმატებენ“, - თქვა ტოლისომ.
24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს „ვილიარეალი“ სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს, რადგან დღეს იხურება სატრანსფერო ფანჯარა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.