ფეხბურთი

11:46 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„სიეტლმა“ „ინტერ მაიამი“ გაანადგურა და ისტორიაში პირველად გახდა აშშ-ის ლიგის თასის ჩემპიონი

თბილისის დროით 31 აგვისტოს და 1 სექტემბრის ღამეს, სიეტლში (აშშ, ვაშინგტონი) „ლუმენ ფილდ არენაზე“ დასრულდა აშშ-ის ლიგის თასის ფინალური მატჩი ადგილობრივ „სიეტლ საუნდერსსა“ და „ინტერ მაიამის“ შორის. მასპინძელმა გუნდმა გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 3:0 და შეჯიბრის ოქროს მედლებს დაუფლა. ეს მათი პირველი ტიტულია ტურნირის ისტორიაში.

26-ე წუთზე მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა ოსაზ დე როსარიომ გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმის ბოლოს სალვადორელმა მცველმა, ალექს როლდანმა პენალტი გაიტანა. ხოლო 89-ე წუთზე თავდამსხმელმა პოლ როტროკმა საბოლოო შედეგი დაადგინა.

მაიამელთა დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ვერაფრით გამოიჩინა თავი.თამაშის შემდეგ მასობრივი ჩხუბი დაიწყო, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ „ყანჩების“ ვარსკვლავი მოთამაშეები, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი.

ლიონელ მესი გვერდზე იდგა და „სიეტლის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ჩხუბი ორივე კლუბის ფეხბურთელებსა და პერსონალს შორის მოხდა და გარკვეულ მომენტში ის უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში გადაიზარდა, მონაწილეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება დაიწყეს.

ბრინჯაოსთვის მატჩში „ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ „ორლანდო სიტი“ 2:1 დაამარცხა.

ლიგის თასი ჩრდილოეთ ამერიკის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც 2019 წლიდან იმართება Major League Soccer-ისა (აშშ და კანადა) და Liga MX-ის (მექსიკა) კლუბებს შორის. გასულ სეზონში ტურნირი „კოლუმბუს ქრიუმ“ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096193