ფეხბურთი

14:12 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ ტენ ჰაგი დაითხოვა

ლევერკუზენის „ბაიერის“ პრესსამსახურმა ნიდერლანდელი სპეციალისტის, ერიკ ტენ ჰაგის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

Opta Sports Telegram არხის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგის გადადგომა გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში სეზონის დაწყების შემდეგ მწვრთნელის ყველაზე სწრაფი გათავისუფლებაა. ტენ ჰაგმა „ბაიერი“ წლეულს მაისში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბუნდესლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და ერთი ქულა დააგროვა.

ტენ ჰაგი ადრე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „აიაქსში“ მუშაობდა. მანკუნიანულმა კლუბმა ერიკის ხელმძღვანელობით ქვეყნის ასოციაციისა და ლიგის თასები მოიგო. ტენ ჰაგმა „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონატში გამარჯვებამდე მიიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161397