„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ისაუბრა იმაზე, თუ რით არის კმაყოფილი სეზონის პირველ კვირებში და რა უნდა გაუმჯობესდეს გუნდში.
„მენტალიტეტი. ბევრი ახალი მოთამაშე მოვიყვანეთ, რადგან ბევრი მათგანი წავიდა. სეზონი „ბორნმუთთან“ გამარჯვებით დავიწყეთ, რომელიც გასულ სეზონში ისედაც ძალიან კარგი იყო და წელსაც ექვსი ქულა დააგროვა. შემდეგ „ ნიუკასლთან“ გასვლითი მატჩით, რომელიც ლიგის ყველა გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გასვლითი მატჩია და შემდეგ „არსენალთან“ საშინაო შეხვედრით, რომელიც სეზონის სამი ან ოთხი ურთულესი მატჩიდან ნამდვილად ერთ-ერთია, ეს არის ის დონე, რომელზეც ახლა ვაჩვენებთ და ეს პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ, სხვათა შორის, არც გასულ სეზონში ვიყავით იდეალურები.
მაგრამ მაინც ჩანს, რომ ფეხბურთელებს შესანიშნავი დამოკიდებულება აქვთ და ყველას სურს შედეგის მისაღწევად შრომა, ამასთანავე, ცოტა იღბალიც საჭიროა, რაც ნიუკასლსა და ლონდონელებთან გვქონდა. თუმცა, ბევრჯერ მითქვამს მაიკლ ჯორდანის სიტყვები: „რაც უფრო მეტად ვმუშაობთ, მით უფრო იღბლიანები ვხდებით“ და ვფიქრობ, ეს ასეა. ისინი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობენ და სეზონის განმავლობაში იქნება დრო, როცა ჩვენც ისევე ბევრს ვიმუშავებთ და გოლებში არ გაგვიმართლებს, მაგრამ ყოველთვის ვაძლევთ საკუთარ თავს შანსს, - ციტირებს სლოტის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდი.
კვირას „ლივერპულმა“ „არსენალს“ მოუგო შინ (1:0), სამი ტურის შემდეგ მაქსიმალური 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.






