„პარი სენ-ჟერმენის“ უკრაინელმა მცველმა ილია ზაბარნიმ ისაუბრა პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ მიღებულ ემოციებსა და ადაპტაციაზე.
„ბევრი ემოცია იყო, როდესაც ტრანსფერი უკვე დასრულდა, ფსიქოლოგიურად ძალიან დავიღალე, მაგრამ ასევე ბედნიერიც გახლდით , რადგან ძალიან მინდოდა იქ თამაში. ძნელი სათქმელია, რას ვგრძნობდი ზუსტად, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ემოციურად ძალიან დაღლილი, ამაყი და ბედნიერი ვიყავი.
შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ალბათ ყველაფერმა. მაშინვე ვიგრძენი დონე - ვფიქრობ, ეს უმაღლესი დონეა. ავიღოთ, მაგალითად, ბაზა. აბსოლუტურად ყველაფერი გაქვს, რაც დასვენებისთვის, მომზადებისთვის გჭირდება. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც - ამაზე არ მიფიქრია და დონემ გამაკვირვა.
გრძნობ, რომ ყველა ერთადაა. არა მხოლოდ გუნდზე ვსაუბრობ, არამედ პერსონალზე, მწვრთნელებზე, სამედიცინო პერსონალზეც.
ყველა ცდილობს დახმარებას, ყველა ინგლისურად მელაპარაკება, ისინი მეხმარებიან უფრო სწრაფად ადაპტაციაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი შგუების პროცესი კარგად მიდის“, - ციტირებს L’equipe ზაბარნის სიტყვებს.