თამაშგარე

16:49 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუანა ალონსო კარიერას აგრძელებს

თქვენს წინაშე საცურაო კოსტუმისამარა წარმოდგენილი ლამაზმანი, 21 წლის პარაგვაელი მოცურავე ლუანა ალონსოა, რომელიც შარშანდელ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საშინელი გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა და კინაღამ 20 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულება მოუხდა.

არცთუ წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ, ლუანამ გადაწყვიტა თანამემამულე სპორტსმენებისთვის ეგულშემატკივრა და ნებართვის გარეშე ჩუმად დარჩენილიყო ოლიმპიურ სოფელში, რაც საკმაოდ დიდ დარღვევად ითვლება და როდესაც ყველაფერი გაირკვა, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტიდან მისი მოკვეთის საკითხი დააყენა.

საქმის ბოლომდე გარკვევას და ვერდიქტის გამოტანას 1 წელზე მეტი დასჭირდა. ამ ხნის მანძილზე ლუანა ალონსო აგრძელებდა ვარჯიშს, თანამემამულე 23 წლის მორბენალზე გათხოვდა, შემდეგ ქმარსაც გაშორდა და ახლა გაარკვია რომ ისევ აქვს ცურვის დიდ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება, ამან გოგონა დიდად გაახარა, თუმცა რაიმე ხელშესახების მიღწევის საშუალება და შანსი აქვს თუ არა - ეს კი უკვე ნამდვილად არ ვიცით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09623