სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:00 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "იმედია, ერთ დღეს დავბრუნდები, რათა ჩემი ისტორია "ლიონში" დავწერო"

გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფანებს სპეციალური ვიდეორგოლით დაემშვიდობა და მათ მიმართა. ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მომავალში "ლიონში" დაბრუნებას მოახერხებს.

„მინდოდა თქვენთან, ლიონის გულშემატკივრებთან საუბარი. როგორც იცით, კლუბს ვტოვებ. ​​ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, როცა პატარა ვიყავი, ლიონში პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს შესაძლებლობა გასულ წელს, ზაფხულში მქონდა და როცა შანსი მომეცა, ხელიდან არ გავუშვი. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს: ეს არის ადგილი, სადაც გავიზარდე, სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები მყავს. წასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ვიცით, რომ კლუბი პირველ ადგილზეა. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც ლიონში ყოფნის დროს მიმუშავია: ფეხბურთელებს, ძველ პერსონალს, ახალ პერსონალს, რა თქმა უნდა, კულისებში მომუშავე ადამიანებს, ფიზიოთერაპევტებს. ნამდვილად არ მინდა ვინმე გამომრჩეს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები, რათა ჩემი ნამდვილი ისტორია ლიონთან ერთად დავწერო. ლიონში გატარებული დროიდან თქვენი სიყვარული ყველაზე მეტად მახსოვს“, - ამბობს ქართველი ფეხბურთელი.

მიქაუტაძე "ვილიარეალის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. ესპანელებმა "ლიონს" 36 მილიონი ევრო გადაუხადეს, მომდევნო ტრანსფერიდან კი ფრანგულ კლუბს 10%-იც ერგება.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083047