სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:58 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" ბელგიელი და კოსოვოელი თავდამსხმელები დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ორი ფეხბურთელი დაიმატა.

ამიერიდან „იუვეს“ რიგებში ითამაშებს ბელგიელი თავდამსხმელი ლოის ოპენდა, რომელიც ტურინელებს იჯარით და 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

ოპენდამ „ლაიფციგის“ რიგებში 2022 წლიდან 92 მატჩში 41 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრიუგეს“, „ვიტესის“ და „ლანსის“ წევრი იყო.

„იუვენტუსმა“ „ლილიდან“ კოსოვოელი გარემარბი ედონ ჟეგროვა 17 მილიონ ევროდ იყიდა, რომელსაც ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ედონ ჟეგროვა 2021 წლიდან „ლილში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით 107 თამაშში 26 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097171