ფეხბურთი

1:58 | 2.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკოლას ჯექსონი "ბაიერნის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ჩელსიდან“ ნიკოლას ჯექსონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მიუხედავად იმისა, რომ გარიგებაში ბოლო მომენტში პრობლემები წარმოიშვა და „ჩელსი“ ფეხბურთელის ლონდონში დაბრუნებას ითხოვდა, სენეგალელმა „ბაიერნში“ გადასვლა მაინც მოახერხა.

24 წლის შემტევი „ბაიერნს“ იჯარით შეუერთდა, ხოლო მისი გამოსყიდვა „რეკორდმაისტერს“ 81 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

ნიკოლას ჯექსონმა „ჩელსიში“ 81 მატჩში 30 გოლი გაიტანა, მანამდე ის „მირანდესის“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.148123