„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ჯანლუიჯი დონარუმამ განცხადება გაავრცელა ფრანგული კლუბ პსჟ-დან „ქალაქელებთან“ გადასვლის შემდეგ.
„მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ვუერთდები გუნდს, რომელიც სავსეა მსოფლიო დონის ნიჭიერი ფეხბურთელებით და რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ეს არის კლუბი, რომელშიც მსოფლიოს ყველა მოთამაშეს სურს გაწევრიანება!
„მანჩესტერ სიტის“ მრავალი წლის განმავლობაში დიდი აღფრთოვანებით ვაკვირდებოდი, ამიტომ ახლა ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან, პერსონალთან და გულშემატკივრებთან შეხვედრას. „ეტიჰად სთედიუმზე“ თამაში ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული იქნება.
აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც წინ მელის და შემიძლია შეგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბს კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, - ციტირებს დონარუმას სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ვებ-გვერდი.






