მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩს საქართველოსა და თურქეთს შორის იტალიელი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი გამოცდილი დავიდე მასა იქნება, რომელსაც ფილიპო მელი და სტეფანო ალასიო დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას მატეო მარჩენარო შეასრულებს, ხოლო VAR-ის ოთახში მარკო დი ბელო და დანიელე დოვერი იმუშავებენ.
დავიდე მასას საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე ადრეც უმუშავია. უფრო კონკრეტულად, 2015 წელს საქართველო-ალბანეთის სპარინგი იმსაჯა (2:2) და იმ თამაშში შეუცვლელად იყო მოედანზე გურამ კაშია, რომელიც ახლაც გუნდშია.
საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩი 4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო 7 სექტემბერს, 17:00 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ისევ „დინამო არენაზე“ შეხვდება.