ტურინული გამოცემა Toro.it საბა საზონოვის მომავალზე წერს. როგორც გამოცემა აღინიშნავს, „ხეტაფეში“ ჩაშლილი ტრანსფერისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა, საზონოვისთვის ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა და შეიძლება კლუბი მაინც დატოვოს.
„იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გუშინ საღამოს 20:00 საათზე დაიხურა და „ტორინო“ ბოლო წუთამდე ცდილობდა საბა საზონოვისთვის კლუბის პოვნას. ქართველი მცველი ესპანურ „ხეტაფეში“ გადადიოდა. ესპანეთში სატრანსფერი ფანჯარა უფრო გვიან იხურებოდა და ტრანსფერისთვის რამდენიმე საათი კიდევ იყო. თუმცა მცდელობის მიუხედავად, გარიგება არ შედგა.
ხეტაფეს ჯერ ფეხბურთელის გაყიდვა სჭირდებოდა საჭირო სივრცის გასათავისუფლებლად. საბას ტრანსფერზე მწვანე შუქი მხოლოდ 23:00 საათზე გაჩნდა, რაც გარიგების დასასრულებლად უკვე ძალიან გვიანი იყო. ეს ხელიდან გაშვებული შანსია „ტორინოსთვის“, რომელსაც ახალი ადგილის პოვნა სურდა ფეხბურთელისთვის, რომელიც კლუბის პროექტში აღარ შედის. ახლა „გრანატას“ მენეჯმენტს საზონოვისთვის კლუბის ძებნა სხვაგან მოუწევს. ყველაფერი დაკარგული არაა: მოლაპარაკებები ზოგიერთ ევროპულ და არაევროპულ ბაზარზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგალითად, თურქეთი, საბერძნეთი და რუსეთი კვლავ იძლევიან პოტენციურ შესაძლებლობას საზონოვის შესაძენად.
„ტორინო“ ყურადღებით რჩება. პრიორიტეტულია ისეთი გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც საზონოვს სათამაშო დროს მისცემს. ესპანური ვარიანტი დახურულია, მაგრამ ბევრი ალტერნატივა არსებობს. არსებობს განცდა, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია განვითარდება, როდესაც მოლაპარაკებები საბოლოო ფაზაში შევა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ტორინომ“ საბა საზონოვი 2023 წელს შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან ტურინულ გუნდში მხოლოდ 13-ჯერ ითამაშა და ძირითადი შემადგენლობიდან ერთადერთხელ.