ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში იტალია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ბრძოლში იტალიამ 67:63 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. „აძური“ თავიდან აგებდა, პირველი 7 წუთის განმავლობაში ქულაც ვერ ჩააგდო და 0:13 მარცხდებოდა. მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, მაგრამ გამარჯვება შეძლო. ჯანმარკო პოცეკოს გუნდმა ბოლო წამებში მოახერხა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა.
იტალიის ნაკრებს მოჰამეტ დიუფმა ულიდერა 14 ქულით და 8 მოხსნით. შესანიშნავი იყო სალუ ნიანგი, რომელმაც 10 ქულა და 10 მოხსნა 15 წუთში მიითვალა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო.
იტალიის ნაკრები ჯგუფში 3 მოგებით და 1 წაგებითაა, ისევე, როგორც საბერძნეთი და ორივე გავიდა მერვედფინალში. ბოლო ტურში კვიპროსს ეთამაშება, ხოლო საბერძნეთი ესპანეთს. საქართველო ბოსნიას 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები მოგების შემთხვევაში აუცილებლად გავა ჯგუფიდან, თუმცა, შეიძლება წაგებითაც გავიდეს, თუ ესპანეთის ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდება.
დღესვე, D ჯგუფში სლოვენიამ ისლანდია 79:87 დაამარცხა და ბოლო ტურის 2 მოგება-2 წაგების ბალანსი აქვს, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა მასპინძელ პოლონეთს პირველი მარცხი აგემა - 83:76. ამ ჯგუფში საფრანგეთს, ისრაელსა და პოლონეთს ერთნაირი ბალანსი აქვს - 3-1.









