ფეხბურთი

11:52 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერის“ ყოფილი მწვრთნელი ტენ ჰაგი გუნდის დაკომპლექტებაში არ მონაწილეობდა

„ბაიერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის სატრანსფერო ბაზარზე მუშაობაში მონაწილეობა არ მიღია და მადრიდის „რეალის“ მცველის, ლუკას ვასკესის ტრანსფერის შესახებ მხოლოდ მისი წარდგენის დღეს შეიტყო. ამის შესახებ Sport Bild წერს.

წყაროს ცნობით, 33 წლის მცველთან შეთანხმება ოფიციალურ განცხადებამდე ორი დღით ადრე შედგა. თუმცა, ტენ ჰაგმა ფეხბურთელთან პირველად მხოლოდ 26 აგვისტოს ისაუბრა, როდესაც ის ლევერკუზენში წარადგინეს. ამავდროულად, „ბაიერის“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერთან დაკავშირებით კონსულტაცია ჩაბი ალონსოსთან გამართა, რომელიც ადრე კლუბს ხელმძღვანელობდა და ამჟამად „რეალში“ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგი „ბაიერმა“ გასულ კვირას გაათავისუფლა. 2023/2024 წლების გერმანიის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონი „ჰოფენჰაიმთან“ 1:2 მარცხით დაიწყო, შემდეგ კი „ვერდერთან“ ფრედ 3:3 ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09532