სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:24 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ „ბაიერი“ შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ ჩაიბაროს

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაულ გონსალესმა, რომელიც ადრე „ლოს ბლანკოსის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, შესაძლოა ლევერკუზენის „ბაიერი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ Marca იტყობინება.

წყაროს ცნობით, ესპანელი „ლევერკუზენის“ კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლო მწვრთნელებად შეარჩია.

რაულის გარდა, კანდიდატთა სიაში კიდევ ორი ​​სპეციალისტია: დორტმუნდის „ბორუსიის“ მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი და „ლაიფციგის“ ყოფილი დამრიგებელი მარკო როზე.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი, რომელმაც „ბაიერი“ წლეულს მაისში ჩაიბარა, ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ კლუბიდან გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.078506