ფეხბურთი

12:53 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი „ატლეტიკო მინეირუს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

„ატლეტიკო მინეირუმ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხორხე სამპაოლის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა. არგენტინელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე გააფორმა.

სამპაოლი ახალ კლუბში ოთხშაბათს, 3 სექტემბერს, შუადღისას ჩავა. კლუბის შემდეგი მატჩი „კრუზეირუს“ წინააღმდეგ დერბია, ხუთშაბათს, 11 სექტემბერს, „მინეირაუს“ სტადიონზე.

არგენტინელი 2020 წლის სეზონში უკვე იყო „ატლეტიკო მინეირუს“ მწვრთნელი. მასთან ერთად გუნდმა მინას-ჟერაისის შტატის ჩემპიონატი მოიგო და ასევე ბრაზილიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 44 მატჩში 25 გამარჯვება, 9 ფრე და 10 წაგება დაფიქსირდა.

არგენტინისა და ჩილეს ეროვნული გუნდების ყოფილი დამრიგებლის, 65 წლის არგენტინელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანგული „რენი“ გახლდათ, საიდანაც ის ცუდი შედეგების გამო წლეულს იანვარში დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168725