საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი კარიერას ბულგარულ ცსკა 1948-ში გააგრძელებს.
ეს ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა და ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა. დვალი ბოლოს ნიქოზიის „აპოელში“ თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ეს არ არის სოფიის ცსკა, არამედ სხვა გუნდია, რომელიც ბულგარეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. მიმდინარე სეზონში ცსკა 1948 შვიდი ტურის შემდეგ 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის ამბიცია აქვს.
ლაშა დვალს კარიერის განმავლობაში „სკონტოში“, „რედინგში“, „ქასიმპაშაში“, „დუისბურგში“, „სლასკში“, „ირტიშში“, „პოგონში“, „ფერენცვაროშსა“ და „აპოელში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი), მათ შორის, 4 თამაში ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარა.