ფეხბურთი

17:28 | 3.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენი" არ ნებდება, მაგრამ 20 მილიონად დავითაშვილის გაყიდვას შეიძლება დათანხმდეს

ევროპის უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის, ყველა ტოპლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ „სენტ ეტიენიდან“ ზურიკო დავითაშვილის წასვლა ჯერაც არაა გამორიცხული.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე ქვეყანაში ბაზარი ღიაა, მათ შორის, თურქეთში 12 სექტემბრამდე, საიდანაც დავითაშვილის გადაბირებით „ბეშიქთაში“ დიდი ხანია ინტერესდება.

„სენტ ეტიენს“ არ სურს 24 წლის ქართველი შემტევის გაყიდვა, მაგრამ დაახლოებით 20 მილიონი ევროს შეთავაზებას თუ მიიღებს, შეიძლება ტრანსფერს დათანხმდეს. როგორც Topmercato იტყობინება სწორედ ამ თანხამ შეიძლება დაარწმუნოს „მწვანეების“ ხელმძღვანელობა.

სპორტული თვალსაზრისით დავითაშვილის დაკარგვა „სენტ ეტიენისთვის“ საზიანო იქნებოდა, ის ლუკა სტასინთან და ირვინ კარდონასთან ერთად შეტევაში ძირითადი შემადგენლობის წევრია, ხოლო მისი შემცვლელი ბენ ოლდი ტრავმებით გამოირჩევა, 2025 წელს მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. თანაც, გაყიდვის შემთხვევაში კლუბი დავითაშვილს ვერ შეცვლის, რადგან საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

20 მილიონ ევროს შეთავაზების შემთხვევაში ტრანსფერი განხილვადი იქნება, მაგრამ „მწვანეების“ საუკეთესო არჩევანია არ დანებდნენ „ბეშიქთაშის“ ზეწოლას, ისევე, როგორც სხვა კლუბების, რომლებიც ჯერ კიდევ დაინტერესებული არიან საქართველოს ნაკრების შემტევით.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მას „სენტ ეტიენთან“ კოტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094339