კასპერ დოლბერგი „აიაქსში“ დაბრუნდა. დანიელი ფორვარდის ტრანსფერი ნიდერლანდურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. ის ბოლოს „ანდერლეხტში“ თამაშობდა, სადაც 96 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა.
„აიაქსში“ დოლბერგი 2016-2019 წლებში გამოდიოდა და 119 მატჩში 45 გოლის გატანა შეძლო. დანიელს ასევე უთამაშია „სილკებორგში“, „ნიცაში“, „სევილიასა“ და „ჰოფენჰაიმში“, ხოლო დანიის ნაკრებში 55 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.









