რუს ყოფილ მოციგურავეს, 25 წლის ევგენია მედვედევას გარეგნობა ნამდვილად არ დაეწუნება და ამიტომაც არის, რომ ჯერ კიდევ სპორტული კარიერის პიკში მყოფს არაერთი შეთავაზება ჰქონდა რუსეთის თუ ევროპის სამოდელო სახლებისგან, თუმცა ჟენკამ „ფეშენ“ ცხოვრებას სპორტი ამჯობინა და ახლა ძალიან ნანობს, რომ სხვა საქმეებშიც არ სცადა ბედი.
ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო, ევგენიამ 22 წლის ასაკში დაანება სპორტს თავი და ჯერ სპორტული კომენტატორობა სცადა, შემდეგ კი მწვრთნელის კურსებზე ჩაეწერა და დღემდე სურვილად აქვს, რომ თავისი ცოდნა მსოფლიოს მიერ დასანქცირებულ რუსულ სპორტს მოახმაროს.
ევგენიას დედა, ჟანა მედვედევა (ქალიშვილობის გვარი - დევიატოვა), ყოფილი რუსი მოციგურავეა, რომელმაც სპორტი შვილზე ადრე 14 წლის ასაკში მიატოვა და მამა არმან ბაბასიანი, სომეხი ბიზნესმენი განქორწინებულები არიან. ორივე მშობელს სურდა, რომ მათ შვილს მხოლოდ ფიგურის გასაუმჯობესებლად ევარჯიშა, მაგრამ ხელში პროფესიონალი სპორტსმენი შერჩათ. რაც შეეხება გვარ „მედვედევას“ - ეს ევგენიას დედის მხრიდან ბებიის ქალიშვილობის გვარი იყო და დედას ძალიან სურდა შვილსაც აღნიშნული გვარი ჰქონოდა.









