UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ოქტაგონში ბრუნდება და მისი მეტოქე ყაზახი ბეკზატ ალმახანი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული დაპირისპირება 22 ნოემბერს კატარში გაიმართება.
ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურიას დევიუტი UFC-ში თებერვალში შედგა, სადაც ავსტრალიელი კობი თიქნესი დაამარცხა. ქართველს MMA-ში სულ 7 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 6-ჯერ იმარჯვა, ერთხელ კი დამარცხდა.