2025-2026 წლების სეზონი გამორჩეული იქნება - საქართველოს ისტორიაში პირველად ყველა ტოპლიგაში ეყოლება ფეხბურთელი.
პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), გიორგი აბუაშვილი და გიორგი წიტაშვილი (მეცი), ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), სერია A-ში საბა გოგლიჩიძე (უდინეზე), საბა საზონოვი (ტორინო) და დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ხოლო ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი) და ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი).
10 ფეხბურთელიც ერთი სეზონისთვის რეკორდია. აქამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ ერთ სეზონში ყველა ტოპლიგაში საქართველოს წარმომადგენელი ჰყოლოდა.
გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ზარია, ლუკა გადრანი და თამაში შანსი ექნება მათე ყავლაშვილსაც, რომელიც „უნიონ სენ-ჟილმა“ განაცხადში შეიყვანა.
ტოპლიგების მეორე დივიზიონებშიც ჰყავს საქართველოს ფეხბურთელები: საფრანგეთში ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი), ესპანეთში იური ტაბატაძე (კადისი) და ლუკა გაგნიძე (გრანადა), იტალიაში გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ინგლისში გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და გერმანიაში ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი).