„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ფედერიკო კიეზა ვერ მოხვდა.
იტალიელი არნე სლოტს რომ არ მოსწონს, სიახლე არაა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია ვერც იმან შეცვალა, რომ კიეზამ „წითლებს“ პრემიერლიგის პირველ ტურში „ბორნმუთთან“ ბოლო წუთებზე მოაგებინა.
განაცხადშია გიორგი მამარდაშვილი, დანარჩენი, ითამაშებს თუ არა, სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდება.
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე „ატლეტიკოს“, „გალათასარაის“, „აინტრახტს“, „რეალს“, პსვ-ს, „ინტერს“, „მარსელს“ და „ყარაბაღს“ დაუპირისპირდება.