ფეხბურთი

1:49 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიტროვიჩი კარიერას კატარში გააგრძელებს

სერბი ფორვარდი ალეკსანდრ მიტროვიჩი კარიერას „ალ რაიანში“ გააგრძელებს.

30 წლის ფეხბურთელი „ალ-ჰილალის“ გეგმებში არ შედის და მის წასვლას მწვანე შუქი აუნთო. მან კატარულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

ალეკსანდრ მიტროვიჩმა „ალ-ჰილალში“ 2023 წლიდან 79 მატჩში 68 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ფულჰემის“, „ნიუკასლის“, „ანდერლეხტის“, „პარტიზანისა“ და „ტელეოპტიკის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093094