კალათბურთი

10:29 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა ვუჩევიჩმა სანაკრებო კარიერა დაადასრულა

მონტენეგროს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა და „ჩიკაგო ბულზის“ ცენტრმა ნიკოლა ვუჩევიჩმა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

„ჩემთვის სამწუხაროა [სანაკრებო კარიერის] ასე დასრულება. სიამოვნებით ვითამაშებდი რიგაში მეტს, მაგრამ ასეა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებს ყველაფრისთვის, რაც მათ ეროვნულ ნაკრებში ჩემი კარიერის განმავლობაში გააკეთეს. აქ თამაში პატივი იყო, მაგრამ ეს სპორტია, დროა ახალმა თაობამ თავისი კვალი დატოვოს“, - დასძინა 34 წლის

2025 წლის ევრობასკეტზე ვუჩევიჩი 5 მატჩში საშუალოდ 20.8 ქულას, 11.6 მოხსნას, 4.4 პასს და 0.8 ბლოკს აგროვებდა.

ვუჩევიჩს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2011 წლის ევრობასკეტზე ჰქონდა. მან თავისი ქვეყნის სახელით 6 დიდ ტურნირზე ითამაშა - ოთხჯერ ევრობასკეტსა და ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ვუჩევიჩის ხელმძღვანელობით მონტენეგროს საუკეთესო შედეგები ევრობასკეტზე 2017 და 2022 წლებში დაფიქსირდა, როდესაც გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონტენეგრომ მე-11 ადგილი დაიკავა.

მონტენეგროს ნაკრები ევრობასკეტს გამოეთიშა, რადგან დიდ ბრიტანეთთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.066169