ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მცველი კურტ ზუმა კარიერას „კლუჟში“ გააგრძელებს. ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
30 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო და რუმინულ კლუბს უფასოდ შეუერთდა.
კურტ ზუმას „სენტ ეტიენში“, „ჩელსიში“, „სტოკში“, „ევერტონში“, „ვესტ ჰემსა“ და „ალ-ორობაში“ უთამშია, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.









