სულ რაღაც დანავსული 13 დღე გაატარეს ერთად ლამინ იამალმა და მისმა ბოლო სატრფომ, არგენტინელმა მომღერალმა ნიკი ნიკოლიმ და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ნავარაუდევი იყო. 24 წლის ასულმა დიდი ხანი არ გასტანა ქალთმოყვარე ჯეელთან და უმალ იპოვა სხვა ოყლაყი.
ნიკი ნიკოლის ახალი გულისსწორიც ფეხბურთელია და ლამინზე ნაკლებ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. საუბარია არგენტინელ ფეხბურთელზე ფრანკო მასტანუონოზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალში“ გადაბარგდა, რაც რა გასაკვირია რომ მისი ბავშვობის ოცნება იყო.
ერთი სიტყვით, დრო გადის და „ყველაფერი კვლავ „გენიალურადაა“. ლამინ იამალი წინდებივით იცვლის გულისსწორებს და მისი სატრფომრავლობა უკვე აღარავის უკვირს. მაგრამ არც ლამინთან ნაკოტრიალები ასულნი რჩებიან ეულად და ცრემლმომდინარედ, რადგან ნალამინიამალ ქალებს უარს ჩვენს დროში არავინ ეტყვის.









