სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:58 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტოლისო: "შეიძლებოდა ეს სეზონი "ლიონში" მიქაუტაძის ყოფილიყო"

„ლიონის“ კაპიტანმა კორენტინ ტოლისომ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და თქვა, რომ უცნაურია მისი წასვლა, რადგან შეიძლებოდა „ლიონში“ ეს მისი სეზონი ყოფილიყო:

„არ ვიცოდი, რომ „მარსელთან“ მატჩზე იქნებოდა, მაგრამ თამაშის დროს დავინახე, როგორ მიაგეს გულშემატკივრებმა მას პატივისცემა. ის ძალიან დიდი ადამიანი და ფეხბურთელია. უცნაურია, რომ მიდის, რადგან სეზონი კარგად დაიწყო, და მასთან ერთად გუნდი ძლიერად გამოიყურებოდა. ეს სეზონი ნამდვილად მისი სეზონი შეიძლებოდა ყოფილიყო „ლიონში“, როგორც ნამდვილი ფორვარდის. შარშან გარდამავალი წელი იყო - ალექსი (ლაკაზეტი) მენტორის როლს ასრულებდა, ხოლო ის (მიქაუტაძე) მის გვერდით იყო და მშვენიერი სეზონი ჩაატარა. მაგრამ წელს უკვე ის უნდა ყოფილიყო გუნდის ლიდერი“, - თქვა ტოლისომ.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

"ვილიარეალის" ისტორიაში მიქაუტაძე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა - 31 მილიონი ევრო და პლუს 5 მილიონის ბონუსი, ჯამში 36 მილიონი. ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.

გიორგი დემეტრაძის (სოსიედადი), შოთა არველაძის (ლევანტე), გიორგი ქოჩორაშვილისა (ლევანტე) და გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) შემდეგ მიქაუტაძე მეხუთე ქართველი იქნება, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.117582