ფეხბურთი

14:52 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: "ეს გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ბულგარეთთან მატჩის წინ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„ბურთის ფლობა, სწრაფი გასვლა და მომენტების შექმნა ჩვენი იდეაა. ჩვენი გუნდური მიდგომა ნებისმიერ ინდივიდუალურ მიდგომაზე მაღლა დგას და ვიცით, რისთვის გვინდა თამაში.

გულწრფელად რომ ვთქვა, ფეხბურთელები მთელი თავმდაბლობით და პროფესიონალიზმით უდგებიან საქმეს და მათთან მუშაობა სიამოვნებაა. ლამინი შესანიშნავი, ძალიან მომწიფებული ახალგაზრდაა და ჩვენ აქ პროგრესში ვეხმარებით. ლამინ იამალის საფეხბურთო ნიჭი უკვე ცნობილია მთელ მსოფლიოში.

დაცვაში გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ თუ ერთი გოლით მეტს გავიტანთ, ვიდრე გავუშვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი. უფრო მეტად ვინერვიულებდი, მეტოქის საჯარიმოში გადამწყვეტი რომ არ ვყოფილიყავით.

პედრი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შეუძლია მრავალ პოზიციაზე თამაში. მრავალმხრივი ნახევარმცველები გვყავს და ეს შესანიშნავია გუნდისთვის. სადაც არ უნდა ითამაშოს, პედრი ძალიან კარგია, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161235