ფეხბურთი

19:15 | 4.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

ბელგიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა და გუნდს ამიერიდან იური ტილემანსი უკაპიტნებს.

„იური ტილემასი კაპიტნის სამკლაურს მოირგებს და მომავალშიც ნაკრების კაპიტანი იქნება“, - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

28 წლის იური ტილემანსს ბელგიის ნაკრებში 77 მატჩი აქვს ჩატარებული და ის გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია რომელუ ლუკაკუსთან, კევინ დე ბრუინთან, ტიბო კურტუასა და ტომა მუნიესთან ერთად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098966