საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ბოსნიასთან მარცხის (76:84) შემდეგ ისაუბრა.
"იმ მომენტში, როცა ანგარიში 69:69 იყო, რაღაცები მოხდა. ამის შემდეგ მათ ჩვენზე უკეთესად აკონტროლეს თამაში და საბოლოოდ გაიმარჯვეს. ის, რაც ყველაზე მეტად ვცადეთ, ძირითადად შევძელით - ეს იყო ბურთების მოხსნის კონტროლი. ზოგ მომენტში ნამდვილად უფრო გონივრულად შეგვეძლო თამაში. მაგრამ რაც არის, არის. ახლა ველოდებით დღევანდელი პროგრამის ბოლო თამაშს, რომ გავიგოთ რა მოხდება - მივდივართ თუ არა რიგაში.
ეს არის სიტუაციაა, როცა ვიღაც სხვა წყვეტს შენს ბედს. ჩვენ ნამდვილად ვეცადეთ ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ეს არაა ისე, თითქოს ისინი სრულიად თავისუფლად ისროდნენ ან რაღაც მსგავსი, უბრალოდ ჩააგდეს. მეორე მხრივ კი ჩვენ რამდენიმე სროლა გავაფუჭეთ. ეს არის და ეს. ისევ ვიმეორებ, ჩვენი ზოგიერთი ქმედება უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს არის ის, რაზეც მოგვიწევს საუბარი და შესწავლა, რომ ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან", - თქვა ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამოსვლა 2 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა. ჯიკიჩის გუნდმა ესპანეთს და კვიპროსს აჯობა, ხოლო იტალიასთან, საბერძნეთსა და უშუალო კონკურენტ ბოსნიასთან დამარცხდა.
ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის: ეს გაირკვევა დღის ბოლოს, როცა საბერძნეთი და ესპანეთი შეხვდებიან. თუ საბერძნეთი მოიგებს, საქართველო მეოთხე ადგილს დაიკავებს და მერვედფინალში გავა, ხოლო ესპანელთა გამარჯვება იმის მაჩვენებელი იქნება, რომ საქართველო ჯგუფში მეხუთე ადგილს დაიკავებს და ჩარჩება.