ფეხბურთი

0:14 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

არდა გიულერი: "ეს გამარჯვება თურქი ხალხისთვის საჩუქარია"

თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა არდა გიულერმა საქართველოსთან გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთან დამარცხდა. დღეს ისევ გავიმარჯვეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ. სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც გვინდოდა. ეს საჩუქარი იყოს თურქი ხალხისთვის. ჩვენ ასევე გვაქვს გამარჯვებები კალათბურთსა და ფრენბურთში. გვსურს, გავაგრძელოთ მათი გახარება.

ესპანეთთან მატჩი? მათთვისაც რთული მატჩია. ნუ დავაკნინებთ საკუთარ თავს. მათ არ იციან კონიაში არსებული ატმოსფერო. ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. იმედია, ძალიან კარგად ვითამაშებთ“, - თქვა არდამ.

კომენტარი გააკეთა მერთ მიულდურმა, რომელმაც, როგორც ევრო 2024-ის მატჩში, დღესაც საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშის გამხსნელი გოლი გაიტანა, არადა, სულ ნაკრებში 3 გოლი აქვს (ორი საქართველოსთან):

„ეს ცოტა დეჟა ვუს ჰგავდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გოლს. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად დავიწყეთ. ძალიან კარგად ვიბრძოლეთ. ყველამ 100% გაიღო. ძალიან კმაყოფილები ვართ. იმედია, მეორე მატჩშიც იგივეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა "ფენერბაჰჩეს" მცველმა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში 7 სექტემბერს, საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს, ხოლო თურქეთი - ესპანეთს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094301