ფეხბურთი

1:15 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: ესპანეთმა გამარჯვებით დაიწყო, გერმანიამ - მარცხით

საქართველოს ნაკრების ჯგუფში ესპანეთმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და სოფიაში ბულგარეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. „ფურია როხამ“ პირველივე ტაიმში გაიტანა სამივე გოლი, რომლებიც მიკელ ოიარზაბალის, მარკ კუკურელიას და მიკელ მერინოს აქტივშია.

მეორე ტურში ესპანეთი თურქეთს ესტუმრება, ხოლო ბულგარეთი საქართველოში ითამაშებს. მატჩები 7 სექტემბერს გაიმართება.

შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყო გერმანიის ნაკრებმა, რომელიც გასვლაზე სლოვაკეთთან 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლოს დავიდ ჰანცკომ გაიტანა, მეორე ტაიმის სტარტზე - დავიდ სტრელეცმა. ამავე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ 3:1 სძლია ლუქსემბურგს. მეორე ტურში გერმანია ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ლუქსემბურგი - სლოვაკეთს.

ბელგიის ნაკრებმა ლიხტანშტაინი სტუმრად 6:0 გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუდი გარსიას გუნდი სამ მატჩში 7 ქულით ჯერ მესამეა, მაგრამ კონკურენტებზე ნაკლები მატჩები აქვს ჩატარებული. ჯგუფს 10 ქულით უელსი ლიდერობს, რომელმაც ყაზახეთში 1:0 გაიმარჯვა.

ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა და შინ პოლონეთს დაუზავდა (1:1). იგივე ანგარიში დაფიქსირდა აუტსაიდერების, ლიეტუვასა და მალტას შეხვედრაში. ჯგუფს 7-7 ქულით ნიდელრანდები, პოლონეთი და ფინეთი ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09839