ფეხბურთი

1:58 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "უფრო ყურადღებით და სწორად უნდა გვეთამაშა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ანრი მექვაბიშვილმა თურქეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პირველი ტაიმი ვერ დავიწყეთ ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა და ამან განაპირობა ის შედეგი, რაც თავიდან მივიღეთ. არ ჰქონდა თურქეთს ბევრი მომენტი, მაგრამ რაც ჰქონდათ, გამოიყენეს და უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით და სწორად გვეთამაშა. შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ, მეორე ტაიმში გვინდოდა ფრე მაინც დაგვესრულებინა, მაგრამ არა უშავს, ყველამ დაინახა, რომ შეგვიძლია თამაში და ვეცდებით, შემდეგი მატჩი მოვიგოთ. უბრალოდ დასანანია, რომ მხოლოდ მეორე ტაიმში დავიწყეთ თამაში. მატჩის ბოლო ნაწილი კარგი იყო, მაგრამ საბოლოოდ, წავაგეთ და ეს არ არის კარგი.

რუსეთში თამაშზე უარის თქმა? ჩემთვის ევრიპული ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია და მით უფრო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი და მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო“, - თქვა მექვაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, თბილისში, ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093287