ფეხბურთი

10:10 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძე: "როდესაც “გრანადადან” დამირეკეს ბევრი არ მიფიქრია, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ"

22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარით ესპანურ "გრანადაში" ითამაშებს, რომელიც ლა ლიგა 2-ში გამოდის. ქართველი ფეხბურთელი ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად წარადგინა, რის შემდეგაც გაგნიძემ აღნიშნულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ქართველი ახალ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"მოგესალმებით, აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც "გრანადადან" დამირეკეს ბევრი არ მიფიქრია და შეთავაზებას მალევე დავთანხმდი. ბავშვობიდან ვადევნებ თვალს ესპანურ ფეხბურთს და ყოველთვის იყო ოცნება აქ მოხვედრაზე. თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც 6 ან 10 ნომრად მიწვეს თამაში, რადგან მიყვარს ბურთთან ერთად ყოფნა და წინსვლა. ფეხბურთი8 გუნდური სპორტია და არა ერთი მოთამაშის, გულშემატკივარს ვპირდები, რომ მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარ. მიზანი რა თქმა უნდა, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაა. უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობ და ერთი სული მაქვს როდეის ვითამაშებ. გუნდის მთავარ მწვრთნელთან მქონდა შეხვედრა, მან ნახა ჩემი თამაშები და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება გუნდს, ვისაუბრეთ ტაქტიკაზე და ზოგიერთ საკითხზე, რადგან მას ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალური საუბრები აქვს, მაგრამ მირჩევნია, ამაზე კომენტარი არ გავაკეთო, რადგან ეს გუნდის საქმეა." - განაცხადა გაგნიძემ.

"გრანადა" ლა ლიგა 2-ის ახალ სეზონში სამი ტურის შემდეგ მოგების გარეშეა და მომდევნო შეხვედრას 6 სექტემბერს "მალაგას" წინააღმდეგ გამართავს.

ცნობისთვის, ლუკა გაგნიძემ „დინამოში“ 55 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „ურალში“, „კრილია სოვეტოვსა“ და პოლონურ „რაკუვში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091211