ფეხბურთი

11:50 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით ბუენოს-აირესში ბოლო მატჩი ჩაატარა (+VIDEO)

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-17 ტურის მატჩში ვენესუელას უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა (ვიდეო მიმოხილვა). მატჩში დუბლით ლიონელ მესი გამოირჩა, ხოლო ერთი გოლის გატანა ლაუტარო მარტინესმა მოახერხა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლიონე მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა ბუენოს-აირესში. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. მესიმ მატჩამდე გახურების დროს ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.

"აქ და ასეთ გარემოში დასრულებას ყოველთვის ვოცნებობდი, ჩემს ხალხთან ერთად. მრავალი წლის განმავლობაში "ბარსელონაში" ვგრძნობდი სიყვარულს, თუმცა ჩემი ოცნება იყო, რომ ეს ყველაფერი აქ ჩემს სამშობლოშიც მქონოდა და საბედნიეროდ ამას მივაღწიე. მრავალი წლის განმავლობაში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ჩემზე, თუმცა ყოველთვის სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. ყველაფერი რაც აქ გავიარე საოცრება იყო და ამით ამაყი ვარ. მე მიყვარს ფეხბურთის თამაში და მინდა ეს არასდროს დამთავრდეს, თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ ეს დრო მალე დადგება და მინდა ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარო და ეს რაც შეიცლება ბუნებრივად მოხდეს." - განაცხადა ვენესუელასთან მატჩის შემდეგ მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრების მაისურით 194 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1114 გოლია.

არგენტინის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს სტუმრად ეკვადორის ნაკრებთან 10 სექტემბერს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08337