ფეხბურთი

12:29 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესტევაოს სადებიუტო გოლი და ბრაზილიის მარტივი გამარჯვება ჩილესთან (+VIDEO)

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-17 ტურის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა "მარაკანაზე" ჩილეს უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 3:0 დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და უნდა ითქვას, რომ 90 წუთის განმავლობაში მოედანზე დომინირებდნენ. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, თავი ესტევაომ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტო იყო. 72-ე წუთზე მეორე გოლის გატანა ლუკას პაკეტამ მოახერხა, ხოლო მატჩში საბოლოო წერტილი ბრუნო გიმარაეშმა დაუსვა 3:0. ამრიგად ანჩელოტის მოსვლის შემდეგ "სელესაომ" სამი მატჩი გამართა, საიდანაც ორჯერ იმარჯვა, ერთხელ კი ფრედ ითამაშა. ამასთან ერთად არსანიშნავია, რომ "ბრაზილიას" ბოლო სამ მატცში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს ბრაზილიის ნაკრები სტუმრად, 10 სექტემბერს ბოლივიის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086834