ფეხბურთი

13:06 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაიმ, კოლუმბიამ და ურუგვაიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში სამხრეთ ამერიკიდან ერთბაშად სამმა ნაკრებმა გაინაღდა მუნდიალზე თამაში.

პარაგვაის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ეკვადორს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მასპინძლებს მუნდიალის საგზური მოეპოვებინა. ამრიგად, 2010 წლის შემდეგ პარაგვაი პირველად ითამაშებს დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

ურუგვაის ნაკრებმა მე-17 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე პერუ 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. მასპინძელთა მხრიდან თავის გამოჩენა: როდრიგო აგირემ, ჯორჯიან დე არასკაეტამ და ფედერიკო ვინასიმ მოახერხა.

რაც შეეხება კოლუმბიის ნაკრებს, მათ საკუთარ მოედანზე ბოლივიას მარტივად 3:0 მოუგეს და მსოფლიოზე თამაში გაინარდეს. კოლუმბიის მხრიდან გოლები ხამეს როდრიგესმა, ჯონ კორდობამ და ხუან კინტერომ გაიტანეს.

ცნობისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ამ დროისთვის მასპინძლების, კანადის, აშშ-სა და მექსიკის გარდა, ირანმა, იაპონიამ, უზბეკეთმა, არგენტინამ და ახალმა ზელანდიამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ურუგვაიმ და პარაგვაიმ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178113