მაიკ ტაისონი და ფლოიდ მეივიეზერი მომავალ წელს იჩხუბებენ და აღნიშნული დაპირისპირება საგამოფენო ხასიათის იქნება. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს თქმით,ორივე მებრძოლმა კონტრაქტზე ხელი უკვე მოაწერეს, თუმცა ბრძოლის ადგილი და ზუსტი დრო ამ ეტაპისთვის უცნობია და მოგვიანებით გაირკვევა.
57 წლის მაიკ ტაისონი მძიმე წონაში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია, ის ბოლოს რინგზე გასულ წელს გავიდა და ყოფილ იუტუბერ ჯეიკ პოულთან დამარცხდა, რაც შეეხება ფლოიდ მეივეზერს, მან პროფესიონალური კარიერა 2017 წლეს დაასრულა. ამერიკელი მოკრივე ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიო ჩემპიონი და კარიერაში გამართული 50 ბრძოლიდან არცერთში არ დამარცხებულა.