სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:45 | 5.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიჰათ კაჰვეჯი: "დავითაშვილი "ლივერპულის", "სიტის", "რეალისა" და "ბარსელონას" რადარზე უნდა იყოს"

თურქეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა ნიჰათ კაჰვეჯიმ, რომელიც ახლა კომენტატორად და ანალიტიკოსად მუშაობს საქართველოსა და თურქეთის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ქართველი ფეხბურთელებიდან ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია და განაცხადა, რომ მისი სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე ევროპის წამყვანი კლუბების რადარზე უნდა იყოს.

"ზურიკო დავითაშვილი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავისი პერფორმანსიდან გამომდინარე ის "ლივერპულის", "სიტის", "რეალისა" და "ბარსელონას" სატრანსფერო რადარზე უნდა იყოს." - განაცხადა კაჰვეჯიმ Kontraspor-ის YouTube არხზე საუბრისას.

საქართველოსა და თურქეთის მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლების გატანა ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს ჩვენი ნაკრები 7 სექტემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092479