ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გეორგი ივანოვმა ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ (ბულგარეთი-ესპანეთი 0:3) ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მან ასევე საქართველოს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და შედეგი ლოგიკურია. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და შესაბამისად კლასში დიდი სხვაობა იყო. ვიცით, რომ სამუშაო ბევრი გვაქვს და ვცდილობთ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, რადგან მივაღწიოთ ევროპის საშუალო დონეს. მომდევნო მატჩი საქართველოსთან გვაქვს და ჩვენ ყველაფერს გავიღებთ სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად და სახლში სამი ქულით დაბრუნებას. საქართველოს ნაკრები ესპანეთის დონის ნამდვილად არ არის, თუმცა ისინი ბოლო წლებში საგრძნობლად განვითარდნენ. გვაქვს გამოცდილება მათთან დაპირისპირებაში, რადგან ერთა ლიგაზე სწორედ მათ ჯგუფში ვიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ რთული მატჩი გველის." - განაცხადა ივანოვმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი სტუმრად 5:2 დაამარცხა, ხოლო თბილისსში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთთან ჩვენს ნაკრებს ჯამში რვა შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც ორჯერ მოახერხა მოგება, ოთხჯერ დამარცხდა, ხოლო ორჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრებისა და ბულგარეთის მატჩი კვირას 7 სექტემბერს 17:00 საათზე გაიმართება.






