„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა პაჩეტამ „მალაგასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ლუკა გაგნიძეზეც გააკეთა კომენტარი.
ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, მწვრთნელმა კი შეაქო და მისი იმედი აქვს:
„ლუკა ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მოგვწონს. ის სრულიად უცნობია, მაგრამ გულშემატკივარს ძალიან მოეწონება. ის შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით, კარგი 8 ნომერია, ბევრს დარბის ბურთით და უბურთოდ. ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“, - თქვა პაჩეტამ.
შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე „გრანადას“ მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა. ესპანური კლუბი ლა ლიგა 2-ში სამი ტურის შემდეგ უქულოდაა, ხოლო 6 სექტემბერს, „მალაგას“ სტუმრად შეხვდება.